„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად...“ - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს
1762336424
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ სურსათზე განთავსებული ეტიკეტის შესაბამისობას კანონმდებლობასთან, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება სუპერმარკეტები, სასურსათო მაღაზიები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საკონდიტროები და აგრარული ბაზრები.
„განხორციელებული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წელს გამოვლინდა ეტიკეტირების წესის 770 სამართალდარღვევა. სააგენტომ ყველა მათგანზე გაატარა კანონით განსაზღვრული ზომები.
აღსანიშნავია, რომ სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის, იმპორტიორი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენის დროს ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას: ვარგისიანობის ვადებს (მიმდინარე წელს, სავაჭრო ქსელებში 334 ვადაგასული სურსათის შემთხვევაა გამოვლენილი); ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის შემცველობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისგან შრიფტით, ფონით, სტილით ან ფერით); სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებას, საკვებდანამატების და არომატიზატორების შესახებ ინფორმაციას და ა.შ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დატოვოს შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15-01.
ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში და 2019 წლიდან მოქმედებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.