LIVE: ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იმართება
1755007303
ლევან ხაბეიშვილი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ენერგიული, მონდომებული, პატივს ვცემ, თუმცა, სოციოლოგიურ კვლევას თავისი მეთოდოლოგია აქვს, ასე რომ, მათ თავის გზაზე გაუმარჯოთ, ჩვენ ჩვენს გზაზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვას 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა გამოკითხვას თავისი მეთოდოლოგია აქვს.
ამასთან, ალეკო ელისაშვილის თქმით, „ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის აქციაზე არ იქნება, რადგან არჩევნებში მონაწილეობით ხედავენ თავიანთ გზას.
„ლევანი ძალიან ყოჩაღი ბიჭია, ძალიან პატივს ვცემ, ძალიან ენერგიული, მონდომებული, მებრძოლი ბიჭია, უშიშარი, რასაც მე ადამიანებში ძალიან ვაფასებ. თუმცა, სოციოლოგიურ კვლევას თავისი მეთოდოლოგია აქვს და მეთოდოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, მათ თავის გზაზე გაუმარჯოთ, ჩვენ ჩვენ გზაზე. ორივე გზა წესით ერთად უნდა იყრებოდეს და ეს ამათი დამარცხებაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თავად პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და მისთვის სულერთია, იქნება თუ არა მერობის კანდიდატი.
„კონსულტაციები მიდის, მაქსიმალური ვადა არის 4 სექტემბერი, როცა შეგვიძლია დავასახელოთ. თუმცა, მერობის კანდიდატების, მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმება როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში მიდის გახარიას პოლიტიკურ გუნდთან. ეს არის ძალიან სწორი, ჯანსაღი პროცესი. ძალიან მომწონს ეს პროცესი, ბოლოს და ბოლოს ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში 2 ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, რომ კოორდინირებულად იმოქმედოს. ერთმანეთი კი არ ლანძღოს, არამედ კოორდინაციაში იყოს საერთო საქმისთვის, საერთო მიზნისთვის და ძალიან მალე გაირკვევა, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი კანდიდატი. მე ვიქნები თუ არა მერობის კანდიდატი, აბსოლუტურად სულერთია. არანაირი პოლიტიკური ამბიცია არა მაქვს აი, ამ მავნებლების დამარცხების გარდა, სადაც საჭიროა, იქ ვიქნები“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციის შანსებზე საუბრისას ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის სხვა ნაწილი თუ ლანძღვას მორჩება, ეს შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.
„შანსები გვაქვს. დანარჩენი ოპოზიცია ჩვენს ლანძღვას რომ მორჩება და კარგად გაიაზრებს რეალობას, ეს შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. თუმც,ა ჩვენ პატივს ვცემთ მათ პოზიციას. პატივისცემით ვეკიდებით ჩვენდამი დამოკიდებულებას მიუხედავად იმისა, რომ მათგან პატივისცემით ნაკარნახევი არ არის. თუმცა, ვიცი, რომ ჩვენ საერთო მიზანი გვამოძრავებს, ამათი დამარცხება, უბრალოდ ისინი სხვაგვარად უყურებენ, ჩვენ სხვაგვარად. შანსები გვაქვს და თბილისში უნდა დავამარცხოთ, თბილისი უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.