ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
ცრუ განცხადებებს, თავდასხმებს როდესაც ვისმენთ, როგორ გგონიათ, ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ ვუთხრათ?“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.
კალაძის თქმით, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე და ჰქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და ვის მიერ ფინანსდება.
„დღეს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია. ცრუ განცხადებებს, თავდასხმებს როდესაც ვისმენთ, როგორ გგონიათ, ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ ვუთხრათ? პირიქით, ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე. ასეთი მართლები თუ არიან, რატომ ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობის კანონს? როდის გახდა გამჭვირვალობა ცუდი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ეს არასწორ ნაბიჯად შეფასდა.
„ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი იყო. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, გაკონტროლებულიყო უცხოეთიდან შემოსული ის თანხები, რომელიც გაზულუქებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიდიოდა და თან გვეუბნებოდნენ, სასიკეთო პროექტებში, კეთილ საქმეებში იხარჯებაო, ამ ყველაფრის აღკვეთა დავიწყეთ, ვამბობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, შემდეგ გამომდგარა გამჭვირვალობა ცუდი. თურმე, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობაზე ისაუბროს. რეალურად ეს თანხები ხმარდებოდა ქართულ პოლიტიკას, ქართველების დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ცნობისთვის, გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ დასკვნები გამოქვეყნდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაასრულოს ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების გავრცელება“.