ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა, რომ ირანი დათანხმდა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას

„როიტერი“ - ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს

ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა, რომ ირანი დათანხმდა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას.

კატარის პრემიერ-მინისტრმა თეირანის თანხმობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე ირანელ ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბრისას მიიღო.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება