ირაკლი კობახიძე: ყველა ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში

ირაკლი კობახიძე

ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ადამიანური კაპიტალის ინდექსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და უსწრებს ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით.

„ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა პარამეტრით, მათ შორის, ეკონომიკური ადამიანური რესურსებით, დემოკრატიით, ყველა მიმართულებით. ვუსწრებთ ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით. თუმცა, ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვიწრო წრეში, სამეულში, ხუთეულში ადგილის დაკავება ყველა მიმართულებით. ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში“, – განაცხადა პრემიერმა.