„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შინდისში.
პრემიერის თქმით, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ხელისუფლების უმთავრესი ეროვნული ამოცანა.
„რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. შესაბამისად, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%“, - განაცხადა პრემიერმა.