ირაკლი ფავლენიშვილი: მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სპეცოპერაციად მიაჩნია ეს არჩევნები, ჩვენ ვაფრთხილებდით პარტიებს, რომ სისტემური ოპოზიციის როლის მორგება მათთვისვე იქნებოდა დამღუპველი

ირაკლი ფავლენიშვილი

საქართველოში არსებობს უამრავი პარტია, შეიძლება, საძმაკაცოს ჰქონდეს პარტია და რადგან 17 პარტიაა რეგისტრირებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო მეტია ან უფრო მეტი ცოდნა აქვთ, მთავარია ოპოზიციურ ელექტორატში რა მხარდაჭერით სარგებლობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, ყველაზე პოპულარული პარტიები არჩევნებში არ მონაწილეობენ.

„მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ლეგიტიმურად კი არ მიაჩნია ეს პროცესი, არამედ სპეცოპერაციად. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო კონტექსტშიც ასეთად დარჩება. ეს არის სპეცოპერაცია, სადაც არანაირ დეტალს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი არის განსაზღვრული ივანიშვილის და მისი ბანდის მიერ. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციურ წარმომადგენლებს, ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ აქ სისტემური ოპოზიციის როლის მორგება იქნებოდა მათთვისვე დამღუპველი, ყველა ეტაპზე ექნებოდათ სხვადასხვა პრობლემა, რომლებიც მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში დისკრედიტაციას შეუწყობდა ხელს. ამიტომაც, ის მოვლენები, რაც მოხდება, ჩვენს მიერ არის პროგნოზირებადი და ჩვენ გვაქვს ნათქვამი, რომ თავის თავს ვნებენ, ამ პროცესში უფრო და უფრო დააზიანებენ თავის თავს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.