ზოდიაქოს 3 ნიშანს, 2025 წლის მაისის ბოლოს ოცნებები აუსრულდება - ასტროლოგები ასახელებენ
1747763024
2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში, სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, ამჟამად კი საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი.
„ცნობისათვის: უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში.
სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, საიდანაც 800-მდე მოსწავლემ დაასრულა მე-11 კლასი ან დაბრუნდა უკრაინაში. ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე. ამათგან 1383 მოსწავლე სწავლობს უკრაინულ სექტორზე, ხოლო დანარჩენი - რუსულ სექტორზე. დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი.
2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი“, - წერს გიორგი ვოლსკი.