„მსტვინავი სუნთქვა, ჟანგბადის საჭიროება, ფილტვების ანთება“ – ივანე ჩხაიძის გაფრთხილება მოსახლეობას!
1747765398
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა საქმის განხილვის ვადებზე. მისი თქმით, განაჩენი ზეპირი მოსმენის გარეშე დადგა.
"სააპელაციო სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, ასევე მსგავსი ტიპის საქმეზე უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა ძალაში. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება წაერთვა", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.