„ხატის წინაშე ვიფიცებ...“ - ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1747770750
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებით ცდილობს დროის გაჭიანურებას ომის გასაგრძელებლად.
„მთავარია, რომ დიპლომატიური ძალისხმევა მშვიდობის მისაღწევად კოორდინირებული და მიმართული იყოს რეალურ შედეგებზე. ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს დრო გაწელოს, რათა განაგრძოს ომი და ოკუპაცია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინა ახლა პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ ზეწოლით აიძულონ რუსეთს, შეცვალოს ქცევა.
„სანქციებს მნიშვნელობა აქვს და მადლიერი ვარ თითოეულის, ვინც მათ უფრო ხელშესახებს ხდის ომის დამნაშავეებისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს, სადაც აუცილებელია„მკაფიო და რეალური წინადადებები“.
„უკრაინა მზად არის, ნებისმიერი შედეგიანი მოლაპარაკების ფორმატზე. რუსეთი თუ კვლავ განაგრძობს არარეალური პირობების წამოყენებასა და შესაძლო შედეგებისთვის ძირის გამოთხრას, ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი შედეგები“, – განაცხადა ზელენსკიმ.