1747757404
ავარიაში დაღუპული კაცის ვინაობა 10 წლის შემდეგ დაადგინეს (ბრიტანეთი)

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ავტოავარიაში დაღუპული მამაკაცის ვინაობის იდენტიფიცირება 10 წლის შემდეგ შეძლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცის ვინაობის იდენტიფიცირება პოლიციელმა შეძლო, რომელიც მის საქმეს სამსახურიდან თავისუფალ დროს იძიებდა.
ბრაიან ვულისი, რომელიც ადრე ბრაიან უოლესად მიიჩნეოდა, ლონდონში, უოლტჰემსტოუში, საკუთარი სახლიდან სულ რამდენიმე მეტრში გარდაიცვალა, როდესაც მას მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა. 2015 წელს, მისი ვინაობის დამადასტურებელი ჩანაწერები ვერ მოიძებნა.
"სამწუხარო იყო, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა და დაკრძალეს სათანადო იდენტიფიკაციის გარეშე", -განაცხადა ინსპექტორმა ნიკ დოდსვორტმა, რომელიც გარდაცვლილის საქმეზე მუშაობდა.