დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ნახეთ ახალი კურსი 8 ივლისისთვის
1751893400
„ლელოში“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო დაწყებულ შიდა დაპირისპირებას ეხმიანებიან მმართველ გუნდში. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე აღნიშნავს, რომ ეს პარტიის წევრებს შორის საერთო ხედვის ნაკლებობაზე მიუთითებს.
„ფაქტობრივად, ხუხულასავით ჩამოეშალა ხაზარაძეს თავისი პარტია. ეს არის მარტივი მიზეზით განპირობებული - მათ არაფერი აქვთ საერთო, არ აქვთ საერთო ხედვა, საერთო იდეალები. ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის სხვა დანაყოფების მხრიდან თუ რა ტიპის ბულინგი მიმდინარეობს იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც ამბობენ, რომ აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. საერთო ჯამში, ეს არაფერს ცვლის. ისინი ერთ თამაშს თამაშობენ, რომელიც მათი საერთაშორისო პატრონების მითითებებით არის განპირობებული“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.