მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია სკუტერის მძღოლი
1754137884
გილოცავთ შუამთობას, აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბეშუმში, შუამთობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დღესასწაულს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასა და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა. მისი განცხადებით, „შუამთობა“ არის მაგალითი თუ როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას.
„გილოცავთ შუამთობას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა. ამ მართლაც გამორჩეულ სახალხო დღესასწაულს ინარჩუნებს ჩვენი უძვირფასესი ხალხი ზემო აჭარლები. საამაყო და მნიშვნელოვანი დღესასწაულია იმიტომ, რომ აქ ერთიანდება მთა და ბარი. აქ უხუცესებთან ერთად ვხედავ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება.
შუამთობა არის პატარა მაგალითი, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას. მე, როგორც პრეზიდენტმა, მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ რასაც აქ ვხედავ დიდ სიხარულს, ეს იყოს გადამდები მთელი საქართველოსთვის.
ჩვენი ვალია სწორედ ესეთი დღესასწაულები შევუნარჩუნოთ ჩვენს მომავალ თაობას, რომ იცოდნენ საიდან მოვდივართ, რას ნიშნავს ქართველობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა. სწორედ ამისთვის არსებობდნენ ჩვენი ძლიერი წინაპრები, რომ აქამდე მოიტანეს ეს სიყვარული, რომელიც ესეთი გადამდები და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, მინდა წარმატებული, გახარებული იყოს ზემო აჭარა და მთელი საქართველო- უფალი გფარავდეთ!“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
შუამთობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები, გაიმართა ნიშნობის ცერემონია - ბეჭდის გადაცემა პატარძლისთვის. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება.