„ეს აქამდე არ მითქვამს...“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1753870523
მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატები, 2-დღიანი პაუზის შემდეგ, განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.
"გუშინ სამთავრობო არხებმა გაავრცელეს დამახინჯებული ინფორმაცია, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის საიჯარო ურთიერთობის შესახებ, რაც მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას წარმოადგენს, ერთის მხრივ მამუკა ხაზარაძის ოჯახის და მეორეს მხრივ გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რასაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონია ადგილი. გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება (N221439682 / 21.10.2022 წ.).
გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია!" - ნათქვამია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბინას "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. ირკვევა, რომ ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 300 კვადრატული, სადაც გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, სწორედ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა. ამ დრომდე უცნობი იყო, გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდიდა თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს.
"კურიერმა" ინფორმაციის დაზუსტება სცადა ირინა ხაზარაძესთან, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ასევე, "კურიერმა" წერილი მისწერა გერმანიის საელჩოს, თუმცა დიპლომატიური უწყებაც ამ დრომდე დუმს.
საჯარო რეესტრში გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022 წლამდე ძველ თბილისში მდებარე დაახლოებით 300 კვ.მეტრის ფართობის სახლი იყო მამუკა ხაზარაძის საკუთრება, თუმცა 3 წლის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ის მეუღლეს, ირინა ხაზარაძეს გადაუფორმა.