გია ვოლსკი: ბრიტანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, რადგან ზუსტად იცის, რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება

გია ვოლსკი

ვიფიქრებდი, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩომ შეცდომა დაუშვა და იჩქარა, კომენტარები რომ გააკეთა, იმ ცუდი გამოცდილების მაგალითები რომ არ გვქონდეს, რომელიც ბრიტანეთის ელჩთან ურთიერთობაში გაგვაჩნია, როდესაც ის საარჩევნო პროცესში პირდაპირ ერეოდა და იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი, პირდაპირ მოუწოდებდა ოპოზიციის მხარდაჭერას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გრანტის გაცემა მისასალმებელია, თუმცა „გრანტის გაცემა მაგალითად, „ისფედზე“ უნდა იწვევდეს დამატებით კითხვებს“.

„რასაკვირველია, გრანტის გაცემას მივესალმებით მაშინ, როდესაც ეს საარჩევნო სისტემას ეხმარება, მაგრამ გრანტის გაცემა მაგალითად, „ისფედზე“ უნდა იწვევდეს დამატებით კითხვებს, რადგან „ისფედი“ იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ამახინჯებდა მონაცემებს და შედეგ შეცდომებს არ აღიარებდა, რადგან შემდეგ რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო. ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება. მან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, რადგან ზუსტად იცის, რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება, არჩევნებამდე დიდი დროა და მას ექნება საშუალება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი ამის დაფინანსების ორგანიზების თაობაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები.