პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ილია მეორე

სქიარქიმანდრიტმა იოანეს გარდაცვალებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ეხმაურება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ღვთივგანისვენა სქიარქიმანდრიტმა იოანემ (ვახტანგ ჯიშკარიანმა). იგი დაიბადა სოხუმში და ცხოვრება ეკლესიას 1997 წლიდან დაუკავშირა.

რთული გზა განვლო. იმსახურა ღვთაების მამათა მონასტერში, ქვათახევში, ქოზიფაში, ბოლნისში, მყინვარწვერზე, არმაზში... ამ პერიოდში იყო დაბრკოლებებიც. თუმცა ვერ დავივიწყებთ მის ღვაწლს ლომისის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში, განსაკუთრებით მისი აქ მყოფობის პირველ პერიოდში (2008 წლიდან), გაწეულს.
სრულიად მარტოს უხდებოდა ყოფნა გაუვალ თოვლში, ყინვაში, ელექტროენერგიისა და საერთოდ გათბობის გარეშე; ფაქტიურად მშიერს, თავი მხოლოდ ხორბლითა და წყლით გაჰქონდა. შედეგი ამისა იყო და არის ის, რომ ლომისის ტაძარში დაუბრკოლებლად ადის სალოცავად ჩვენი მრევლი.

სიმბოლურია, ალბათ, ისიც რომ, მისი ცხედარი სწორედ ლომისობა დღეს მიებარება მიწას.
ღმერთმა შეუნდოს სქიარქიმანდრიტ იოანეს შეცოდებანი თვისნი და განუსვენოს მის უკვდავ სულს სავანესა მართალთასა, ამინ!

ილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.