სრულიად ისრაელში უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული - ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებს ირანული პროქსი ძალები ახორციელებენ

ისრაელი

ისრაელი ახლა ყველა მხრიდან ელოდება იერიშს, ჩრდილოეთიდან ჰეზბოლამ უკვე გახსნა ცეცხლი, სამხრეთით საფრთხეა ჰუსიტების მხრიდანაც, თუმცა მთავარი ახლა ირანის პროქსი ძალები არ არის, მთავარია რა იქნება აღმოსავლეთიდან, ანუ ირანიდან.

როგორც ისრაელში მყოფი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე აცხადებს, ისრაელში საფრთხობის უმაღლესი დონეა გამოცხადებული და ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმებს ირანული პროქსი ძალები ახორციელებენ:

,,ახლა, სრულიად ისრაელში უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული. გაუქმებულია ყველა სახის ღონისძიება და დახურულია ყველა კერძო და საჯარო დაწესებულება. მუშაობს მხოლოდ პირველადი გადაუდებელი დახმარების ცენტრები და სურსათის მაღაზიები. რამდენიმე საათის წინ, ისრაელში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. მთელი დღის განმავლობაში ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ ირანული პროქსი ძალები, ჩრდილოეთიდან "ჰეზბოლა" და დაახლოებით ნახევარი საათის წინ, იემენელმა ჰუსიტებმა განახორციელეს ისრაელზე თავდასხმა, თუმცა არც ერთ თავდასხმას, ლოჯისტიკური ზიანი ისრაელში არ მოჰყოლია“, - განაცხადა ჟურნალისტმა მიხეილ ხეცოიძემ.