გელა გელაძე: ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო შინაგან საქმეთა სამინისტროს - მით უფრო, ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიც ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ

გელაძე

შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას გელა გელაძემ განაცხადა, რომ მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.

"ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - მით უფრო, ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიც ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ," განაცხადა გელა გელაძემ.