„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, გორდან გრლიჩ რადმანთან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებას.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების, ისევე როგორც განხორციელებული ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ხაზი გაესვა აღნიშნულ პროცესში დიალოგის მნიშვნელობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხორვატიის მხარეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მიმართულებით.