რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი. როგორც მან კომისიის სხდომაზე განაცხადა, ამის დასტურია ის, თუ რა ფორმით უნადგურებდნენ ადამიანებს ქონებას და როგორ ლახავდნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეების საკუთრების უფლებებს.
„დილის 5 საათზე რომ შენობის ნგრევას იწყებდნენ, ამაზე მინდა გავაკეთო პატარა კომენტარი. ეს ხდებოდა 2004-2006 წლებში, როცა ადგილი ჰქონდა საკუთრების უფლების განსაკუთრებით მასშტაბურ დარღვევებს, როცა მოქალაქეებს უძრავ ქონებას არა მხოლოდ ართმევდნენ, არამედ ადამიანებს უნგრევდნენ და უნადგურებდნენ მათ საკუთრებას. როგორც წესი, ნგრევის პროცედურებს იწყებდნენ ღამის 4-5 საათზე, გამთენიისკენ, როცა ყველას სძინავს და როცა შესაძლებელია ხმაურისა და ხალხის პროტესტის თავიდან აცილება.
კომისიის წინა სხდომებზე ჩვენ ვუსმენდით ჩვენს სამხედროებს, რომლებმაც თქვეს, რომ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად სწორედ დროის ეს მონაკვეთი - გამთენიის 4-5 საათია ყველაზე ხელსაყრელი, რადგან ეს ის პერიოდია, როცა მტერი ყველაზე მეტად არის მოდუნებული - სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოს შეტევა. ეს უკუღმართი სააკაშვილი და მისი ხელისუფლება კი ყველაფერს პირიქით აკეთებდნენ. როგორც აქ ითქვა, ცხინვალის ოპერაციის დაგეგმვა სწორედ გამთენიისას იყო დაგეგმილი, მაგრამ დაიწყო რამდენიმე საათით ადრე, რადგან სააკაშვილმა და მისმა პიარსტრატეგებმა ჩათვალეს, რომ საღამოს დაწყებული ოპერაცია უკეთ გაშუქდებოდა. ასეთ დილეტანტობას და დანაშაულებრივ ინფანტილიზმს კი არაერთი ადამიანის გაუმართლებელი მსხვერპლი და სამხედრო მოქმედებების ფიასკო მოჰყვა.
სამაგიეროდ, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ სპეცოპერაციებს სწორედ გამთენიისას იწყებდნენ ხოლმე - ადამიანების ქონებას ანადგურებდნენ ზუსტად იმ დროს, რაც სამხედრო ოპერაციების დაწყებისთვის არის ყველაზე ოპტიმალურად მიჩნეული. როგორც მტერს, ისე უყურებდნენ საკუთარ მოქალაქეებს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საკუთრების უფლებების დარღვევის ფორმებზე საუბრისას გამოყო იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც შეძლეს ქვეყანაში მომხდარი ამ ტიპის დანაშაულის აღწერა და საკუთრების უფლების აღდგენისათვის დაუღალავი ბრძოლა.
„არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა სახალხო დამცველის ოფისის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დეპარტამენტის მაშინდელ (2005-2009 წლების) ხელმძღვანელს სალომე ვარდიაშვილს, რომელიც რუსთავში ცხოვრობდა და რაც უნდა მომხდარიყო თბილისში, რომელი პატარა ჯიხურის ნგრევაც არ უნდა დაეწყო ხელისუფლებას, სალომე მაშინვე იქ ჩნდებოდა და ადგილზე ახდენდა ამ ყველაფრის მონიტორინგს. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს ყველაფერი დეტალურად აღწერილი ჩვენს მოხსენებებში და როგორც სალომე ვარდიაშვილის, ისე სახალხო დამცველის ოფისის არაერთი სხვა თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომით შესაძლებელი გახდა არაერთი ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა. სწორედ ისეთი ადამიანების, როგორიც სალომეა, როგორიც თქვენ ხართ [ვაჟა მანია, თორნიკე ნიორაძე, ვალტერ შაკაია, რიყის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებზე დაზარალებულის სახით გამოკითხულები დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე] თავდაუზოგავმა წინააღმდეგობამ განაპირობა ის, რომ ქვეყანაში საბოლოოდ რეჟიმმა თავი ვერ შეინახა და, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი, რომელმაც გვირგვინი დაადგა ამ ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ გისმენთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, თუ რატომ არ შეიძლება სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება ქვეყანაში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.