ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი: ყველა პარტნიორი ქვეყანა იმსახურებს პატივისცემას კეთილსინდისიერ ჩართულობას - საქართველოს მიტოვება იქნება უსამართლობა და ამორალური მარცხი ევროკავშირისთვის

ნო

ყველა პარტნიორი ქვეყანა იმსახურებს პატივისცემას კეთილსინდისიერ ჩართულობას, რომელიც მიმართულია გამოწვევების გადაჭრისკენ და არა გაუცხოებისკენ იმის გამო, რომ მთავრობა არ ემორჩილება ევროკავშირის აბსურდულ პოლიტიკას, - განაცხადა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა.

მისი თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა 21-ე საუკუნეში.

„დღემდე მისი ტერიტორიის ნაწილები უკანონოდ ოკუპირებული რუსეთის მიერ, ბუქარესტის ნატოს სამიტზე 2008 წელს საქართველომ მკაფიოდ გამოხატა თავისი ამბიცია, შეუერთდეს ალიანსს, თუმცა, ნატოსა და ევროკავშირის მთავარმა წევრმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს ეს გზა. ამის მიუხედავად საქართველომ განაგრძო კონსტრუქციული ჩართულობა ევროკავშირთან. 2025 წელს საქართველო კეთილსინდისიერად დაეთანხმა ადამიანის უფლებების დიალოგს, მაგრამ ევროკავშირმა ის უსაფუძვლოდ და მოულოდნელად გადადო. საქართველოს მიტოვება იქნება უსამართლობა და ამორალური მარცხი ევროკავშირისთვის. კომისარო, ნამდვილად თუ ზრუნავთ ქართველ ხალხზე, დაიწყეთ დიალოგი საქართველოსთან ახლავე“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.