დარწმუნებული ვარ, ბატონი ბერსეს განცხადებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ეს უსამართლო და ორმაგი სტანდარტული დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყნის მიმართ, შეიცვლება - ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

"კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს, რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში",- აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.

ალან ბერსეს პოზიცია ევრონიუსმა გამოაქვეყნა. ბერსეს თქმით, ევროპის მასშტაბით უცხოური გავლენის კანონების წარდგენა ხდება. მათი მიზანი შესაძლოა ლეგიტიმური იყოს, მაგრამ, ეს ზომები კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება.

"ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა ეს განცხადებები ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ბერსეს განცხადებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება სხვადასხვა სტრუქტურიდანაც და ერთხელ და სამუდამოდ, ეს უსამართლო და ორმაგი სტანდარტული დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყნის მიმართ, შეიცვლება", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.