„თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1751226440
"ჩვენ ქუჩაში გვყავს ოპოზიციის შარჟი, პირველად მსოფლიო პროტესტის ისტორიაში, ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უცხოეთის დაკვეთის ბრმად შესრულებამ, საბოლოო ჯამში ოპოზიცია მიიყვანეს იმ დონეზე, რომ ოპოზიცია ოპოზიციას უცხადებს შიმშილობას. რაც მისი თქმით, სასაცილოა.
"ჩვენ ქუჩაში გვყავს ოპოზიციის შარჟი. ეს არის, სინამდვილეში, რაც არის. გაშარჟებულია საერთოდ ოპოზიციის არსი, იმ ოპოზიციის, რომელიც ქუჩაში არის. პირველად მსოფლიო პროტესტის ისტორიაში, ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას. ამ დონეზე დაიყვანა უცხოთა მორჩილებამ ეს ხალხი, რომელიც ვერც კი აცნობიერებს, რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რა ისტორია აქვს ამ საზოგადოებას, რა კულტურა და ეთიკა აქვს ამ საზოგადოებას, რა მორალის მატარებელია ეს საზოგადოება. ჩვეულებრივად უცხოეთის დაკვეთის ბრმად მიმდევარი ხალხის ჯგუფია. ვნახეთ, საბოლოო ჯამში ისინი მიიყვანეს ამ დონეზე, რომ ოპოზიცია ოპოზიციას უცხადებს შიმშილობას. სასაცილოა უბრალოდ მათი ქცევა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.