1751883117
ბადრი ჯაფარიძე „ლელოს“ მაკრიტიკებელ ოპოზიციას ერთმანეთის პოზიციების პატივისცემისკენ მოუწოდებს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. მწვავე დაპირისპირებას როგორც პარტიის შიგნით, ისე მის გარეთ შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდშიც.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, არჩევნებში მონაწილეობაც და ოპოზიციური დაპირისპირებაც უცხოელი პატრონების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებას დაკავებული ბადრი ჯაფარიძე თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ეხმიანება. ჯაფარიძე „ლელოს“ მაკრიტიკებელ ოპოზიციას ერთმანეთის პოზიციების პატივისცემისკენ მოუწოდებს.