„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც პატრიოტიზმით არის გამორჩეული, წარდგება გაეროს მაღალ ტრიბუნაზე და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს გააჟღერებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამავდროულად ურთიერთობების ჰარმონიზება და დასტაბილურებაც, რისთვისაც საქართველოს მხრიდან სრული მზაობაა.
„სრული მზაობაა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, პირადად პრემიერ-მინისტრისგან, ასევე პარლამენტისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან და ზოგადად, „ქართული ოცნების“ გუნდისგან. არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა სიტყვიერი საუბარი უბრალოდ და მეტი სხვა არაფერი, არამედ მნიშვნელოვანია ის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, რომ თვისებრივად სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ აშშ-სთან ურთიერთობა, რომელიც ასე დააზიანა „დიფ სთეითმა“ და მისმა მართულმა წინა ადმინისტრაციამ. ვგულისხმობ, ბაიდენის ადმინისტრაციას და მის დროს დანიშნულმა ელჩებმა. გვახსოვს, რომ ქალბატონი დეგნანი პირდაპირ იყო ჩართული იმ სიცრუის კამპანიაში, რომელიც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იყო მართული. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც სიტყვა რუსული გააჟღერა და შემდეგ ამ ნათქვამს აჰყვა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული პოზიცია სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ გუნდის და შესაბამისად, ქართველი ხალხის პოზიციასაც.
„აქ მნიშვნელოვანია ღირსება, ადამიანის უფლებები, კულტურა, ისტორია და ბრძოლა იმ მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქვია კოლექტიური და ფსევდო ლიბერალიზმის სახით შემოსული ნაციზმი მსოფლიოს მასშტაბით. ამ გზაზე თუ იქნება გადადგმული ნაბიჯები, რომ ურთიერთობა ჰარმონიზებული იყოს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში შეუძლია საკუთარი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა, განსხვავებით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან. იმ ვაი პრეზიდენტისგან, რომელიც სამწუხაროდ გადაიქცა ერთ ჩვეულებრივ მარიონეტად „დიფ სთეითის“ ხელში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.