არჩევნებამდე, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს რადიკალიზმს ამ ქვეყანაში, ძალიან ცოტა დრო დარჩა - კონსტანტინე ზარნაძე

ზარნაძე

„არჩევნებამდე, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს რადიკალიზმს ამ ქვეყანაში, ძალიან ცოტა დრო დარჩა“, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ რადიკალიზმი ამ ქვეყანაში ზუსტად იმ დღეს დასრულდება, რომელ დღესაც  ძალადობრივი ცვლილებების განხორციელების  ილუზია აქვთ რადიკალურად განწყობილ ადამიანებს. 

 „ხელისუფლების, თვითმმართველობის ცვლილების ერთადერთი გზა ამ ქვეყანაში არის და მომავალშიც იქნება არჩევნები. არჩევნების გზის გარდა ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერს შეცვლის. 
მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ნათლად აჩვენებს, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს მკვეთრი და სწორი ხედვა, არის პარტია „ქართული ოცნება“. ამ პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში  ატარებენ შეხვედრებს  მოსახლეობასთან იმისათვის, რომ მათ წინაშე მდგარ ამოცანებზე რეაგირება არჩევნების შემდეგ  მყისიერად  მოხდეს“,  -  აცხადებს კონსტანტინე ზარნაძე.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში მეორე დღესვე გაფიცვის რეჟიმში გადავლენ, რა პასუხს აძლევენ  მოსახლეობას, რომელსაც აინტერესებს არა გაფიცვა, არამედ ტრანსპორტის, ლიფტის საკითხები, რომელსაც სკვერი უნდა თავის უბანში და ა.შ.

„მჯერა და მწამს, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაზე უფრო მაღალი რეიტინგის მაჩვენებელი პარტია „ქართული ოცნებისთვის“.  ყველაზე უფრო დიდი ლეგიტიმაციით მოიგებს სწორედ კახა კალაძე და პარტია „ქართული ოცნება“ და ამ ქალაქის განვითარებას ვერცერთი პოლიტიკური პროცესი ვერ გააჩერებს“,  -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.