1758562790
ანა წითლიძე: ველოდები, რომ 4 ოქტომბრამდე მარტო კუპრაძე დარჩება კანდიდატად ყველა მუნიციპალიტეტის გამოსაგლეჯად, ეს იქნება ალბათ მათი ბოლო გზა

ველოდები, რომ 4 ოქტომბრამდე მარტო კუპრაძე დარჩება კანდიდატად ყველა მუნიციპალიტეტის გამოსაგლეჯად, ეს იქნება ალბათ მათი ბოლო გზა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ღალატია.
„მე ამასთან დაკავშირებით ერთადერთი კომენტარი მექნება. იმ ფონზე, როცა გუშინ ბოლნისში „ლელოს“ კანდიდატმა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოიხსნა თავი, ვფიქრობ, 4 ოქტომბრამდე შეიძლება, მარტო კუპრაძე დარჩეს კანდიდატად და ყველა მუნიციპალიტეტში მან იბრძოლოს გამოგლეჯვისთვის.
ისეთ დღეში არიან ახლა, რაღაც ლოგიკურის მოძებნა „ლელოს“ გადაწყვეტილებაში ნამდვილად გამიჭირდება. ველოდები, რომ 4 ოქტომბრამდე მარტო კუპრაძე დარჩება კანდიდატად ყველა მუნიციპალიტეტის გამოსაგლეჯად. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის მკაფიო და ცხადი. ლელოს გზა, რომელიც აირჩიეს ბიძინა ივანიშვილის პირის მოსაბანად ამ ე.წ. არჩევნებში რეალურად კი რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის სახით, არის ღალატი ბრძოლის, რასაც საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია“, – განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის, „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ „არ შეეშინდება რუსი მთავრობისთვის პასუხის გაცემა და 5 ოქტომბრიდან, როგორც ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს დანიშნავს სანქცირებულ აქციას“.