მიხეილ ცაგარელი წლის ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1766087557
საქართველოს შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის და მხარდაჭერისა და ხმის იმედი ჰქონდეს და პირიქით, სერბეთს შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ საქართველო მხარს დაუჭერს, - განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.
სერბეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ბელგრადში ვიზიტის გამო მადლობა გადაუხდა.
„ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მიხეილ, თქვენი ვიზიტისთვის. ჩვენ კიდევ მრავალ შეხვედრას გავმართავთ. ბატონი მიხეილ ყაველაშვილი გუშინ ჩამობრძანდა სერბეთში, ექნება ძალიან ბევრი შეხვედრა დღეს, ხვალ. იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ჩვევნი ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო ღრმა გახდეს“, - განაცხადა ვუჩიჩმა.