სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
                                                                უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ათწლეულების განმავლობაში არ იბრძოლებს, თუმცა ევროკავშირმა გარკვეული დროის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ „უკრაინა კვლავ მზადაა კიდევ რამდენიმე წელი იბრძოლოს“.
„მე მათ ვუთხარი, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში არ ვიბრძოლებთ, მაგრამ თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ უკრაინისთვის სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამიტომ აქვთ მხედველობაში პროგრამა 2-3 წლის განმავლობაში“, – – განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, ომი შესაძლოა, უფრო ადრე დასრულდეს, თუმცა რეკონსტრუქციისთვის თანხებია საჭირო. გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელფასი აქვთ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპელი ლიდერების მხრიდან გაწეული მხარდაჭერა შეიძლება, დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივებიდან, რომლებსაც უკრაინა იარაღზე ან რეკონსტრუქციაზე დახარჯავს.
„თუ ომი ერთ თვეში დასრულდება, ამ ფულს რეკონსტრუქციაზე დავხარჯავთ. თუ ის გარკვეული დროის შემდეგ დასრულდება, მაშინ იარაღზე დავხარჯავთ. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.