„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ამ წუთებში უკრაინა რუსული რაკეტებით იბომბება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოცემა Nexta Live Telegram არხზე ინფორმაციას ლვოვის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ომის დაწყების დღიდან დღემდე ასეთი მასშტაბური შეტევა ლვოვზე ჯერ არ განხორციელებულა.
"ქალაქის თავზე 10 რაკეტა ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდა. ასეთი მასშტაბური შეტევა ომის განმავლობაში ჯერ არ ყოფილა." - წერს გამოცემა.
მსხვერპლის და დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ამავე გამოცემის ცნობით, ამ წუთებში კიევში განგაშის ზარი ისმის - მოსახლეობა ბუნკერებსა და თავშესაფრებში ჩადის.