ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ რუსული ჯარები ხერსონს არ ტოვებენ და ე.წ. მზადება გასვლისთვის საინფორმაციო პროპაგანდის ნაწილია.
„მე ვერ ვხედავ, რომ რუსები ხერსონიდან გარბიან. ეს საინფორმაციო თავდასხმაა. ყველაფერს ვერ გაგიმხელთ, თუმცა ეს თავდასხმაა, რომ ჩვენ მოვხსნათ ხალხი სახიფათო ტერიტორიიდან. სინამდვილეში, ისინი ხერსონის დატოვებას არ აპირებენ“. - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ძალების ყველაზე გაწვრთნილი სამხედროები თავიანთ პოზიციებზე რჩებიან და ისინი არსად წასვლას აპირებენ. უკრაინის პრეზიდენტმა საზოგადოებას მოუწოდა, პროპაგანდას არ ენდოს.