„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
უკრაინის ქალაქ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტის, თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის მთავარი თემებია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლება, არასტაბილური ვითარება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა.
16 აგვისტოს, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად.