„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც ხვალ უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება.
ინფორმაციას გაერო-ს პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი ავრცელებს.
გაერო-ს გენმდივანი სამმხრივ შეხვედრას უკრაინისა და თურქეთის ლიდერებთან გამართავს, რა დროსაც მარცვლეულის შეთანხმების შიდა სამუშაოებს განიხილავენ.
ის ასევე გეგმავს ორმხრივ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
როგორც ცნობილია, გუტერეში მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად პარასკევს ოდესაში გაემგზავრება. შაბათს კი გაერო-ს გენმდივანი სტამბოლში ჩავა.