16 წლის ბიჭს 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული - მოზარდი აპარატიდან მოხსნეს
1752783203
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი სამხედრო ძალების წვრთნას დაესწრო. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის გენერალი ოლექსანდრ პივნენკო ავრცელებს.
კელოგი ამერიკულ დელეგაციასთან ერთად, უკრაინელ სამხედროებს ეწვია, დაათვალიერა მათი სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო ტექნოლოგიები.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მაღალჩინოსნის ცნობით, კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების საბრძოლო გამოცდილება სხვა ქვეყნის არმიებისთვის ღირებული ინფორმაციაა.