„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახური აღნიშნავს, ერთ-ერთ ქართველს მოსამართლეებმა 12 განაჩენი გამოუტანეს ქურდობისთვის. დანარჩენები დაკავებულნი იყვნენ, მათ შორის, მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და პოლონეთში არალეგალურად ყოფნის გამო.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის (Straż Graniczna) ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანა იძულებით ან ნებაყოფლობით 4 600-ზე მეტს უცხოელს დაატოვებინეს.
დეპორტირებულ უცხოელებს შორის იყვნენ პირებიც, რომლებიც სხვისი არალეგალური გადაადგილების ორგანიზებას უწყობდნენ ხელს.