„ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო...“ - ცნობილია, ადიგენში მოკლული ბიჭის ვინაობა
1752782002
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 20 პირი დააკავეს - პროკურატურამ მათ ბრალდება უკვე წარუდგინა. მედიასთან უკვე გააკეთა კომენტარი ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა. ინტერესების დამცველის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
"გიორგი მაზანაშვილი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რადგან აბსურდულია და დაუსაბუთებელია. თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებშიც კი, არსად არ არის გიორგი მაზანაშვილის ხმა. ხვალ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს სასამართლო და დაცვის მხარის მოთხოვნა იქნება ის, რომ გიორგი მაზანაშვილის მიმართ არ იქნეს გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან გიორგი მაზანაშვილი არის უდანაშაულო" - აღნიშნა ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან 8-ს ედავებიან "ქურდული სამყაროს" წევრობას, 1-ს ე.წ. კანონიერ ქურდობას, 5 პირს "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერას, 6-ს კი მიმართვას. დანაშაული სხვადასხვა სასჯელს ითვალისწინებს - მინიმალური 6 წლამდე, მაქსიმალური კი 15 წლამდე პატიმრობაა. 20 პირიდან 4-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს.