16 წლის ბიჭს 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული - მოზარდი აპარატიდან მოხსნეს

მარნეული

კვლავ მძიმე რჩება 16 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. 

16 წლის ბიჭი მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. 

ექიმების დიდი ძალისხმევის შედეგად ის უკვე მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 10 ივლისის ღამით ზემო ყულარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 16 და 19 წლის მოზარდებს შორის დაწყებული კონფლიქტი მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. ერთმა ახალგაზრდამ მეორეს მრავლობითი დანის ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-მ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.