თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია
1751109692
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდზე, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გააკეთა, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი რთული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული გარემოს საკითხი.
შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა აეროპორტის უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრო მატარებლის ამოქმედება.