მიხეილ ცაგარელი წლის ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1766087557
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ შესაძლებლობაზე ისაუბრა.
როგორც მედია წერს, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება აშშ-ის სამშვიდობო წინადადების უახლეს პროექტშია ნახსენები.
ზელენსკის თქმით, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება დამოკიდებულია ქვეყნისა და პარტნიორების ნაბიჯებზე, „თუ ისინი პოლიტიკურად არ იბლოკებიან.“
„თუ ეს პოლიტიკურად იბლოკება, ასეთი ლოგიკა არ მესმის, მაგრამ მესმის, ვინ აკეთებს ამას. ჩვენთვის ევროკავშირის წევრობა არის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, რომელზეც უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს და რომელსაც ეყრდნობა,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სხვებმა არ გადაწყვიტონ, არ გადაწყვიტოს რუსეთმა და მათ, ვინც ჩვენ გვბლოკავს. როგორც იცით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრიც კი გვბლოკავს პოლიტიკური მიზეზების გამო და არა იმიტომ, რომ უკრაინაში ესა თუ ის რეფორმა არ განხორციელებულა,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.