პენსიის გაცემის პროცედურა შეიცვალა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
1758656313
ვფიქრობ, უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავისი ტერიტორია პირვანდელი სახით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს, რუსეთი უკვე სამ წელიწად-ნახევარია ბრძოლას აგრძელებს ომში, რომლის მოსაგებად ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირაც არ დასჭირდებოდა.
„უკრაინისა და რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური სიტუაციის სრულად გაცნობისა და გააზრების შემდეგ და იმ ეკონომიკური სირთულეების დანახვის შემდეგ, რასაც ეს ომი რუსეთს უქმნის, ვფიქრობ, უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავისი ტერიტორია პირვანდელი სახით. დროთა განმავლობაში, მოთმინებისა და ევროპის, განსაკუთრებით კი ნატო-ს ფინანსური მხარდაჭერის პირობებში, იმ საზღვრებამდე დაბრუნება, საიდანაც ეს ომი დაიწყო, სრულიად შესაძლებელია. რატომაც არა? რუსეთი უკვე სამ წელიწად-ნახევარია ბრძოლას აგრძელებს ომში, რომლის მოსაგებად ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირაც არ დასჭირდებოდა. ეს რუსეთის ძლიერებას კი არ უსვამს ხაზს, არამედ პირიქით — მას „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს. როდესაც მოსკოვის, დიდი ქალაქების, პატარა დასახლებებისა და მთელ რუსეთში მცხოვრები ადამიანები გაიგებენ, რა ხდება რეალურად: რომ თითქმის შეუძლებელია საწვავის მიღება გრძელი რიგების გამო, და რომ ომის ეკონომიკაში მათი ფული თითქმის სრულად იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე — მაშინ მათთვის სიტუაცია უფრო ნათელი გახდება. უკრაინას აქვს დიდი სულისკვეთება, რომელიც ყოველდღიურად უკეთესი ხდება, ასეთ პირობებში უკრაინა შეძლებს, დაიბრუნოს თავისი ქვეყანა პირვანდელი სახით და, ვინ იცის, შესაძლოა, ამაზე უფრო შორსაც წავიდეს“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, პუტინი და რუსეთი მძიმე ეკონომიკურ კრიზისში არიან, და სწორედ ახლაა უკრაინისთვის მოქმედების დრო.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ იარაღის ნატო-სთვის მიწოდებას, რათა მათ თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ. წარმატებები ყველას!“ – წერს დონალდ ტრამპი.