რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
1747255793
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დასარწმუნებელია, რომ პუტინს ის შეცდომაში შეჰყავს ომის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.
„ტრამპი დასარწმუნებელია, რომ პუტინი იტყუება. საქმეს გონივრულად უნდა მივუდგეთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვაფერხებთ ამ [სამშვიდობო] პროცესებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი დასძენს, რომ არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებმაც უნდა იცოდნენ, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს.
„ამიტომაც ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმაც, და არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, დაინახონ, რომ პუტინს ეს არ სურს. რადგან თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, მაშინ სხვადასხვა მხრიდან ზეწოლის მოლოდინი შეიძლება იყოს“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.