ტრამპი CNN-ს და The New York Times-ს ირანის განადგურებული ბირთვული პოტენციალის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო აკრიტიკებს

 ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, CNN-ი და The New York Times-ი ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულმა დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა.

„ყალბი ახალი ამბების CNN-ი და წარუმატებელი New York Times-ი გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის წინააღმდეგ. ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურებულია! საზოგადოება ლანძღავს Times-ს და CNN-ს“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია იგი.