ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა - როგორია ბავშვის მდგომარეობა
1766055267
ვაშინგტონი აფრთხილებს ევროპას, რომ „ფულის უკან დაბრუნებას“ მოითხოვს, თუ ევროკავშირი, ბრიტანეთთან ერთად, უკრაინის დასაფინანსებლად 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციას გადაწყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ ევროპელ ლიდერებსა და მათ მთავრობებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მათ აქტივების კონფისკაციაზე უარი თქვან.
აშშ-ს ამ საკითხში მცირე მხარდაჭერა აქვს ჯორჯია მელონისაგან, რომელიც ტრამპთან დაახლოებული პირია.
„ევროპელებს მისი დაბრუნება მოუწევთ“, - განაცხადა წყარომ, რომელიც ჩახედულია აშშ-ის შიდა დისკუსიებში.
გასული კვირის განმავლობაში ამერიკა კულუარულ კამპანიას აწარმოებდა, რათა ევროპული ქვეყნები გადაერწმუნებინა ამ ნაბიჯის გადადგმისგან.
პროგნოზების თანახმად, უკრაინას ფული აპრილში გამოელევა, ხოლო მისი დაფინანსების საჭიროება - როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო კუთხით - მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 135 მილიარდ ევროს შეადგენს.
როგორც ცნობილია, აშშ ეწინააღმდეგება ევროკავშირის იდეას, რომლის თანახმადაც ეს სახსრები უკრაინისთვის გაცემული სესხის გარანტიად უნდა იყოს გამოყენებული.
ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ეს ომს გაახანგრძლივებს, რადგან შეამცირებს ზავის დადების მოტივაციას.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა: „აშშ-ის ადმინისტრაცია ზეწოლას ახორციელებს ევროპულ ქვეყნებზე, რათა მათ უარი თქვან უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აქტივების გამოყენების იდეაზე“.
აშშ-ის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა - სავარაუდოდ, მათ შორის იტალია, ბელგია და სხვები - „ჩუმად გვთხოვს ამ საკითხში ჩარევას, რადგან მათ არ სურთ ამის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლა. მათ ეშინიათ იმ გრძელვადიანი ზიანის, რაც შეიძლება მიადგეს მათ სისტემებში განხორციელებულ გრძელვადიან ინვესტიციებსა და მათი ინსტიტუტების სანდოობას“.
ევროპელმა დიპლომატებმა ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლა შენიშნეს.
„აშშ იყენებს პრინციპს - დაყავი და იბატონე“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.