თავდასხმა გრაცის სკოლაზე - ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

სროლა ავსტრიაში

ქალაქ გრაცის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ხვალ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, დაახლოებით იმ დროს, როდესაც სკოლაზე თავდასხმა მოხდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერჰარდ ჯარნერმა განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს მოკლულია ცხრა და დაჭრილია 12 ადამიანი.

თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები, 21 წლის ავსტრიელი მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ორი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ის ორივე იარაღს კანონირად ფლობდა. თავდასხმის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. განათლების მინისტრმა, კრისტოფ ვიდერკერმა განაცხადა, რომ სკოლა, სადაც თავდასხმა მოხდა, გარკვეული დროით დაიხურება.