1749757476
როგორ შევინახოთ სწორად რძის პროდუქტები და კვერცხი

ალბათ ნებისმიერ დიასახლისს აინტერესებს, რამდენი ხანი შეუძლია შეინახოს რძის პროდუქტები და კვერცხი. როგორი შეფუთვით სჯობს რძის შეძენა, სად უკეთესია კვერცხისა და ყველის შენახვა?
რძე
მარკეტში ან ბაზარში წასვლის დროს ეცადეთ, რძის პროდუქტები, რძე ყველაზე ბოლოს აიღოთ. რძის შესანახად იდეალური ტემპერატურა 5 გრადუს ცელსიუსზე ნაკლებია. აღნიშნულ ტემპერატურას მაცივარი უზრუნველყოფს, თუმცა არ გირჩევთ რძის მაცივრის კარში განთავსებას, რადგან იქ ტემპერატურა ყოველთვის შედარებით მაღალია. გახსნიდან ერთი კვირის შემდეგ დაუნანებლად გადააგდეთ ნებისმიერი სახის რძე, იქნება ის ცხიმიანი თუ უცხიმო, მაღალპროცენტიანი თუ დაბალპროცენტიანი, მიუხედავად იმისა, გაუვიდა თუ არა მას შეფუთვაზე მითითებული ვადა.
ყველი
პერგამენტის ქაღალდში მჭიდროდ გახვეული მაგარი სახეობის ყველი მაცივარში დაახლოებით ოთხი კვირა ინახება. თუ ობი მაინც შეატყვეთ, არ იჩქაროთ გადაგდება, მოაჭერით დაობებული ადგილი და დანარჩენი ყველი მიირთვით. მდნარი ყველი შეფუთვის გახსნიდან 3-4 კვირა თავისუფლად ინახება და შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ ხანგრძლივი ვადით შენახვის შემდეგაც. ორსულებს, ბავშვებს, დაბალი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს რბილი ყველის მირთმევას არ ვურჩევთ. საერთოდ, რაც უფრო რბილია ყველი, მით ნაკლები შენახვის ვადა აქვს მას. ნაღების ყველი მაცივარში მხოლოდ ორი კვირა ინახება.
იოგურტი
ამ დელიკატური პროდუქტის შეძენის დროს აუცილებლად გულდასმით შეამოწმეთ მისი ვარგისიანობის ვადა. ეცადეთ, 7-10 დღის განმავლობაში მიირთვათ.
კვერცხი
არასდროს მიირთვათ უმი კვერცხი ან მისგან დამზადებული საკვები, მაგალითად მაიონეზი, გოგლი-მოგლი და ა.შ. ყიდვის დროს ეცადეთ კვერცხი ყოველთვის მაცივრის სიღრმიდან აიღოთ. კარგად შეამოწმეთ, არ იყოს გატეხილი ან გაბზარული. შეინახეთ მაცივრის ყველაზე ცივ წერტილში და არა კარებში, როგორც ამას ხშირად ვაკეთებთ ხოლმე.

ტრაგედია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახში
1749758816

მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149