თალიბებმა აშშ-ს ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებაზე უარი უთხრეს

ბაგრამის ბაზა

თალიბებმა შეერთებული შტატებისთვის ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებისთვის უარი განაცხადეს. Bloomberg-ის ცნობით, უართან ერთად, თალიბების შეიარაღებული ძალები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აგრესიის შემთხვევაში პასუხი არ დააყოვნებს და ძლიერი იქნება.

ავიაბაზის დაბრუნების სურვილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნით ადრე განაცხადა და აღნიშნა, რომ თალიბების უარის შემთხვევაში „ცუდი რაღაცები მოხდება“.