21 სექტემბრის მზის დაბნელებაა - რა უნდა გააკეთოთ სიახლეების მოსაზიდად

მზის დაბნელება

 21 სექტემბერს განსაკუთრებული მოვლენა გველის — წლის მეორე და საბოლოო მზის დაბნელება. ასტროლოგები მას უკვე უნიკალურს უწოდებენ: ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება ბოლო ასი წლის განმავლობაში. მსგავსი კოსმოსური ფენომენის უგულებელყოფა შეუძლებელია, რადგან ის ცვლილებებისკენ გვიხსნის კარს, გვაიძულებს ჩავიხედოთ საკუთარ თავში და თვალი გადავავლოთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.
ბოლო თვეებში ბევრმა იფიქრა ცხოვრების აზრზე და ხშირად დაუბრუნდა წარსულს, თუმცა ახლა ყურადღება სხვა მიმართულებით ინაცვლებს — ჯანმრთელობის, ბალანსისა და ადამიანების მსახურებისკენ. ეს არის დრო, როცა სხეულზე ზრუნვა, შინაგანი რიტმების დალაგება მნიშვნელოვანია, ასევე, იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება ვიყოთ სასარგებლო სხვებისთვის. თანაც, მოძველებული კავშირებისგან, უსარგებლო წარმოდგენებისა და შემზღუდავი შიშებისგან გათავისუფლება ახლა განსაკუთრებით ადვილია.

ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტივი, მაგრამ სიმბოლური რიტუალი: ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი, რაც ხელს გიშლიდათ წინსვლაში, შემდეგ კი დაწვით ეს ფურცელი. ასე თითქოს ძველს გაუშვებთ და გზას ახალს გაუხსნით. გარდა ამისა, ითვლება, რომ ასეთ დღეებში განსაკუთრებით ძლიერია წინაპრების მხარდაჭერა: ღირს მიმართოთ მათ ლოცვით და აუცილებლად იგრძნობთ, რომ ისინი გიცავენ და გიძღვებიან.

 ასე რომ, ეს ასტროლოგიური მოვლენა გახდება თვითშემეცნების, გასუფთავებისა და განახლების მომენტი, ხოლო თითოეული ზოდიაქოს ნიშანი მას თავისებურად განიცდის. ჰოროსკოპი მზის დაბნელებაზე გეტყვით, რა ცვლილებები გელით თქვენ.

ვერძი
 
ამ დღეს მთავარი — საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენაა. მხოლოდ თქვენ იცით, საით უნდა წახვიდეთ და რა მოგიტანთ ნამდვილ კმაყოფილებას. შესაძლოა, თქვენი ჩანაფიქრი ზედმეტად თამამად ჩანდეს და ნაცნობებში მსგავსი მაგალითი არ გქონდეთ, მაგრამ სწორედ ესაა თქვენი ძალა — გახდეთ ადამიანი, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და სხვებს შთააგონებს.

კურო
დააკვირდით, სად მიდის თქვენი ენერგია. შესაძლოა, ზედმეტად ბევრს ხარჯავთ იმ საქმეებზე, რომლებიც შედეგს არ იძლევა და მხოლოდ ძალას გართმევთ. ეს არის შესაფერისი დრო, რათა გადახედოთ საკუთარ ამოცანებს, განსაზღვროთ პრიორიტეტები და კონცენტრირდეთ იმაზე, რაც რეალურად განვითარებთ თქვენ და გაძლევთ შინაგან სიმშვიდეს. გათავისუფლდით იმისგან, რაც კარგა ხანია მნიშვნელობა დაკარგა.

ტყუპები

მოითხოვთ დრო, რომ დაემშვიდობოთ ყველაფერს, რაც ხელს გიშლით ჰარმონიის მიღწევაში. ძველი ჩვევები უკან გქაჩავთ, ამიტომ ახლა აუცილებელია ახალი რიტუალების შემოღება, რომლებიც ბალანსს შეგინარჩუნებთ და სიმშვიდეს მოგიტანთ. ეს ასტრონომიული მოვლენა თქვენთვის იქნება სიმბოლური საწყისი წერტილი, როცა ცვლილებები ადვილად მოდის და შინაგანი ძალა გეხმარებათ იმაშიც კი, რაც ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდათ.

კირჩხიბი
არ გადადოთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, თორემ ისინი ყველაზე არასასურველ მომენტში დაგიბრუნდებათ. დღევანდელი დრო გაძლევთ შანსს, დახუროთ ძველი ვალები და საბოლოოდ გათავისუფლდეთ დაგროვილი დაძაბულობისგან. გამოცდებს ვერ ასცდებით, მაგრამ შეგიძლიათ ისინი ნაკლებად მტკივნეული გახადოთ — საკმარისია, მისცეთ უფლება ახლობლებს, რომ მხარში დაგიდგნენ.

ლომი
ადამიანებთან საერთო ენის პოვნის უნარი გახდება თქვენი წარმატების გასაღები. ეცადეთ, ისე გამოხატოთ თქვენი აზრი, რომ მხოლოდ თანამოაზრეებმა კი არა, სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებმაც გაიგონ. ამისთვის სცადეთ ტონისა და სტილის შეცვლა სიტუაციის მიხედვით. კომუნიკაციის მოქნილობა დაგეხმარებათ ნდობის მოპოვებასა და ახალი მოკავშირეების პოვნაში.

ქალწული
დაუჯერეთ საკუთარ შეხედულებებს და არ მისცეთ არავის უფლება, თქვენი რწმენა შეარყიოს. შესაძლოა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ჩანაფიქრზე უარის თქმაში დაგარწმუნებთ. მაგრამ მზის დაბნელების დროს შიშებსა და ეჭვებზე აყოლა არ ღირს. თქვენი იდეები და ძალისხმევა დიდ პოტენციისაა და თუ მოინდომებთ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. მთავარია — შინაგან ძალას დაეყრდნთ და არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ...ვრცლად