საქორწილო წვეულებაზე მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ

 აშშ-ში, ნიუ-ჰემშირის შტატში, საქორწილო წვეულებაზე მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. სროლის შედეგად,  ერთი პირი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის რამდენიმეს ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს, რამდენიმე კი სროლის შედეგად გამოწვეული ქაოსის დროს დაშავდა. ოფიციალური პირები დაშავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.

მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა, ქალაქ ნაშუაში, ცეცხლი ქორწილის მიღებაზე, Sky Meadow Country Club-ში გახსნა. თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა პირმა იყვირა ფრაზა "თავისუფალი პალესტინა".

გამომძიებლები შესაძლო მოტივს იძიებენ. დაშავებულთა მდგომარეობა ჯერ კიდევ უცნობია.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.