სამხედრო რეაგირებით რუსეთი ძალიან სწრაფად მიხვდება, რომ შეცდომა დაუსვა და ზღვარი გადაკვეთა - პეტერ პაველი

პეტერ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატოს ქვეყნებმა უნდა უპასუხონ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მიერ მათი საჰაერო სივრცის დარღვევას და ისინი უნდა ჩამოაგდონ. ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პეტერ პაველმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი მოიქცევა ისე, რის უფლებასაც მისცემენ.

„სამხედრო რეაგირებით რუსეთი ძალიან სწრაფად მიხვდება, რომ შეცდომა დაუსვა და ზღვარი გადაკვეთა. სამწუხაროდ, ეს არის კრიზისული სიტუაცია, მაგრამ ბოროტების წინაშე დანებება უბრალოდ შეუძლებელია. საჰაერო სივრცის დარღვევა თავდაცვითი მექანიზმების გააქტიურების და, შესაბამისად, ასეთი თვითმფრინავის ჩამოგდების საბაბია“, - მიიჩნევს პაველი.