1757963975
პსჟ-ს დღევანდელი მატჩი შესაძლოა არ ჩატარდეს

დღეს გაიმართება საფრანგეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა პსჟ-სა და მარსელს შორის.
თუმცა დიდია ალბათობა, რომ ეს მატჩი არ ჩატარდეს და გადაიდოს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მარსელში საღამოს ძლიერ ქარს და შტორმს ელოდებიან.
საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაცია ორივე კლუბს თამაშის გადადების ინიციატივით მიმართავს და თუ თანხმობა იქნება, მატჩი გადაიდება.
მარსელის გულშემატკივრები კი თვლიან, რომ თამაში უნდა ჩატარდეს, რადგან გადადება პარიზელებს უფრო წაადგებათ. მოგეხსენებათ, პსჟ-ს რამდენიმე ლიდერს ტრავმა აქვს და დღევანდელ მატჩს დანაკლისით ხვდებიან.